20 იანვარი, 2016

15 წლის ქართველი მოდელი მილანის მოდის კვირეულზე

1ani-sulaberidzeბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად გვესმის ქართველი მოდელების წარმატებები საერთაშორისო სამოდელო ასპარეზზე.

იტალიაში მილანის მოდის კვირეული გაიხსნა, სადაც დიზაინერებმა შემოდგომა-ზამთრის 2016 წლის კოლექციები წარმოადგინეს.

მსოფლიოში ცნობილ მოდელებთან ერთად მილანის მოდის კვირეულში 15 წლის ქართველი მოდელიც მოხვდა.

სამოდელო სააგენტო იმიჯ ცენტრის მოდელმა ანი სულაბერიძემ Damir Doma-ს და Antonio Marras-ის ჩვენებებში მიიღო მონაწილეობა, მოგვიანებით კი პრადას კასტინგშიც ჩაერთო.