14 იანვარი, 2016

ქართველი ტენორი რეალის სამეფო თეატრში

1misha-sheshaberidze-madridis-operashiბოლო პერიოდში ქართველი საოპერო მომღერლები მსოფლიო მასშტაბით აღწევენ წარმატებებს. მათ მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებში იწვევენ და წამყვან პარტიებს სთავაზობენ.

გამონაკლისი არც ახალგაზრდა ქართველი ტენორი მიხეილ შეშაბერიძეა. საუკეთესო სოლისტად აღიარებული მომღერალი მადრიდის რეალის სამეფო თეატრმა ახალ სპექტაკლში მიიწვია.

ეს სასიხარულო ინფორმაცია საოპერო მომღერალმა გოჩა დათუსანმა გაავრცელა:

“ჩემს ძმას და დიდებულ ბიჭს ვულოცავ უდიდეს წარმატებას, მადრიდის რეალის სამეფო თეატრში მოღვაწეობის დაწყებას… Teatro Real…  კასპერ მნიშვნელობა აქ უდიდესი ვინ დგამს სპეკტაკლს ( და დგამს თვით kasper holten შენი მოსახელე, კოვენტ გარდენის მოქმედი ინტენდანტი) და ვინ დირიჟორობს… მიშო, სიმღერის ღმერთებმა ძალიან დაგაჯილდოვეს… გილოცავ…”