14 იანვარი, 2016

რობერტ სტურუას ჰამლეტი გარდაიცვალა

1alan69 წლის ასაკში ცნობილი ინგლისელი მსახიობი ალან რიკმანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.

ალან რიკმანმა მთავარი როლი შეასრულა რობერტ სტურუას “ჰამლეტში” “Riverside Studio”-ში. რობერტ სტურუასთან მუშაობისას ალან რიკმანი სამჯერ იმყოფებოდა საქართველოში: 1979 წელს, 2007 წელს და 2009 წელს, როდესაც რუსთაველის თეატრის სცენაზე გამოვიდა. ეს სპექტაკლი მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შევიდა.

“ჰარი პოტერი”, “კერკეტი კაკალი”, რობინ ჰუდი: ქურდების უფლისწული”, “რომეო და ჯულიეტა” – ეს იმ ფილმების ჩამონათვალია, რომელშიც მსახიობმა მონაწილეობა მიიღო.

მსახიობობის გარდა, მან საკუთარი ძალები რეჟისურაშიც მოსინჯა და გადაიღო საკმაოდ გულისამაჩუყებელი ფილმი „ზამთრის სტუმარი“, სადაც მთავარი როლი ემა თომპსონი შეასრულა. ფილმმა ვენეციის კინოფესტივალის ჯილდოს გარდა კიდევ რამდენიმე პრემია მიიღო.

ალან რიკმანის ოჯახის წევრების განცხადებით, ის სიმსივნით იყო ავად და ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.