12 იანვარი, 2016

რა მდგომარეობაშია მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი?

1mirza-gelovaniქართველი პოეტის მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი თიანეთის მუნიციპალიტეტში 1983 წლიდან ფუნქციონირებს.

ბოლო დროს ნაგებობაზე მნიშვნელოვანი დაზიანებები შეინიშნებოდა. სახლის ერთი კუთხე, საძირკველის ჯდომის გამო, ძლიერ იყო დეფორმირებული. დაზიანებული იყო გადახურვა. ნაგებობაში წყლის ჩადინება კედლის დახეთქვასა და საპირე მოპირკეთების დაშლას იწვევდა. დაზიანებული იყო ხის ყველა ელემენტი, მათ შორის სართულშუა გადახურვაც.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი მომზადდა, რომელიც ნაგებობაზე არსებული დაზიანებების სრულ აღმოფხვრას ითვალისწინებდა.

დღეისათვის მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი სრულად არის რეაბილიტირებული.