9 იანვარი, 2016

,,მანდარინები’’ კიდევ ერთი ჯილდოსთვის იბრძოლებს

man3ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები” კიდევ ერთი ჯილდოსთვის იბრძოლებს. “ოქროს გლობუსისა” და “ოსკარის” ნომინანტი ფილმი ქართულ-ესტონური კოპროდუქციაა და არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია.

“მანდარინები” Gaudí Awards-ის ნომინანტთა სიაში მოხვდა. იგი საუკეთესო ევროპული ფილმის ჯილდოსთვის იბრძოლებს. “მანდარინებთან” ერთად ამავე ნომინაციაში კიდევ 3 ევროპული ფილმია წარდგენილი:

Pride: Matthew Warchus

Clouds of Sils Maria: Olivier Assayas

Force Majeure: Ruben Östlund

Gaudí Awards ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც კატალონიის კინოაკადემიამ დააარსა და 2009 წლიდან გაიცემა.

დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი 31 იანვარს ბარსელონაში გაიმართება.