5 დეკემბერი, 2015

VOGUE-მ ანუკი არეშიძე საუკეთესოდ დაასახელა

1anukiახალგაზრდა დიზაინერის ანუკი არეშიძის ბრენდი ANOUKI კარგა ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს.

დიზაინერმა თავისი კარიერა უკრაინაში დაიწყო, თუმცა საბოლოოდ სამშობლოში დამკვიდრდა და უკვე ორი წელია ბრენდით ANOUKI ახალ კოლექციებს სთავაზობს მომხმარებელს.

ანუკის კოლექციები საუკეთესოდ მიიჩნია იტალიურმა VOGUE-მ და More Dash showroom-ის 4 საუკეთესო ბრენდთა შორის უპირობო ლიდერად დაასახელა.

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალის მტკიცებით, ანუკის 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან ყველაზე თვალშისაცემია ხასხასა ფერის ქსოვილები და განუმეორებელი დეტალები, რომლებიც ხელით არის შესრულებული. მისი უახლესი კოლექცია მარადმწვანე პალმებისა და წვნიანი ანანასების ასოციაციას იწვევს.

საუკეთესო ოთხეულში ქართველ დიზაინერთან ერთად მოხვდნენ ავსტრიული ბრენდი rotsaniyom WHITE LABEL და უკრაინული ბრენდები Marianna Senchina და Bevza.