28 დეკემბერი, 2015

ქართული ფილმი იტალიის კინოფესტივალზე მოხვდა

1dedaიტალიის საერთაშორისო კინოფესტივალმა 103 ქვეყნის 2000-ზე მეტ ფილმს შორის ის რჩეული ფილმები დაასახელა, რომლებიც საკონკურსო პროგრამაში მოხვდნენ და გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

10 საუკეთესო ფილმს შორისაა მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი “დედა”, რომელსაც იტალიაში 26-30 იანვარს აჩვენებენ. ფილმის რეჟისორი რატი წითელაძეა.

იტალიის საერთაშორისო კინოფესტივალის გარდა, ფილმი მონაწილეობდა სტამბულის, რუმინეთის, მიტროვიცას, კამერუნის საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

ფილმში მთავარ როლს მწერალი და მსახიობი ნინო ვარსიმაშვილი ასრულებს.