21 დეკემბერი, 2015

მზია ორველაშვილმა თბილისის თასი მოიგო

1mzia-orvelashviliმოცეკვავე მზია ორველაშვილი ფართო საზოგადოებისთვის ”ცეკვავენ ვარსკვლავებიდან” გახდა ცნობილი. სამეჯლისო და სპორტულ ცეკვებზეც მას შემდეგ გაიზარდა მოთხოვნა, რაც ამ პროექტში პროფესიონალი მოცეკვავეები მიიწვიეს.

მზია ორველაშვილმა თავის მეწყვილესთან ერთად პირველობა არავის დაუთმო და თბილისის თასის ტურნირი მოიგო.

მეორე ადგილზე სალომე ჭაჭუა და მისი პარტნიორი გავიდნენ, მესამე ადგილი კი ჯულიანა ბარგნარმა და მისმა მეწყვილემ დაიმსახურეს.

ინფორმაცია და დაჯილდოების ფოტოები მოცეკვავემ თავად გაავრცელა, რასაც უამრავი მილოცვა და მოწონება მოყვა.