11 დეკემბერი, 2015

,,მის საქართველოს’’ პირველი წარმატება ,,მის მსოფლიოზე’’

1nuka-karalashvili-mis-msoflioze“მის საქართველო 2015”-მა ნუკა ყარალაშვილმა “მის მსოფლიო”-ზე პირველ წარმატებას მიაღწია.

წელს მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი სილამაზის კონკურსი “მის მსოფლიო” ჩინეთში, სანიას კუნძულებზე 19 დეკემბერს ჩატარდება. კონკურსში 130 ქვეყნის კონკურსანტი მონაწილეობს.

“ტოპ 25-ში რომ მოვხვდეთ, ძალიან, ძალიან კარგია, მაგრამ ვერ გპირდებით, უბრალოდ სასწაულების უნდა გვჯეროდეს!” – აცხადებდა ნუკა ტოპ 25 გოგონას დასახელებამდე რამდენიმე დღით ადრე.

და აი, სასწაული მოხდა – კონკურსის ფინალურ ეტაპამდე რამდენიმე დღით ადრე, “მის მსოფლიოს” ორგანიზატორებმა ტოპ 30 გოგონა დაასახელეს და მათ შორის საქართველოს წარმომადგენელიც მოხვდა.

ნუკა ყარალაშვილთან ერთად “მის მსოფლიოს” ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ ალბანეთის, არგენტინის, ავსტრალიის, ავსტრიის, ბრაზილიის, კამერუნის, ჩინეთის, კოდ დიუვარის, ეთიოპიის, საფრანგეთის, ჰონდურასის, ინდოეთის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, ყაზახეთის, ლიბანის, ნიდერლანდების, პარაგვაის, ფილიპინების, პოლონეთის, პუერტო რიკოს, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის, სამხრეთ სუდანის ესპანეთის, შვედეთის, ვენესუელას და ვიეტნამის წარმომადგენლები.