12 დეკემბერი, 2015

ია ნინიძე ბებია გახდა

1iaმსახიობი ია ნინიძე ბებია გახდა. მისმა გოგონამ ნინო ნინიძემ მას პირველი შვილიშვილი აჩუქა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

ნინო ნინიძემ თავისი ცხოვრება რუს მსახიობს, კირილ პლეტნევს დაუკავშირა. 24 წლის ნინომ და 35 წლის კირილმა ერთმანეთი ნიკიტა მიხალკოვის ერთ-ერთ პროექტში გაიცნეს. მიხალკოვის “კინომატარებელში” მიწვეული იყო ია ნინიძე, რომელმაც თავისი ქალიშვილიც თან წაიყვანა.

ნინოს და კირილის ურთიერთობამ ოფიციალური სახე მიიღო და მათ პირველი შვილიც ეყოლათ. პატარას ალექსანდრე დაარქვეს. ახალშობილმა ბებიასთან და მშობლებთან ერთად უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მიიღო.

კირილ პლეტნევისთვის ეს მესამე შვილია. მას მსახიობ ლიდია მილუზინასთან ორი შვილი ჰყავს.