Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

GOOGLE-ის უნიკალური პროექტი კულტურის მოყვარულებისთვის

4 დეკემბერი, 2015

1gugliკომპანიამ GOOGLE კულტურის მოყვარულებისთვის უნიკალური პროექტი განახორციელა. Performing Arts – ეს არის პროექტი, რომელიც კულტურის ნებისმიერი ჟანრის მოყვარულს აძლევს საშუალებას მსოფლიოში ყველაზე ცნობილი თეატრების ვირტუალური სტუმარი გახდეს.

Google Cultural Institute მელომანებს უქმნის შეგრძნებას, თითქოს იმ თეატრში იმყოფება, რომელსაც ვირტუალურად ათვალიერებს. მათ შეუძლიათ მოისმინონ სიმფონიური ორკესტრების გამოსვლები, ნახონ საოპერო და თეატრალური წარმოდგენები მსოფლიოს წამყვანი საკონცერტო დარბაზების სცენებზე.

პროექტის პირველ ეტაპზე ხელოვნების მოყვარულებს შეუძლიათ მხოლოდ ოთხი ვირტუალური ტურის მონაწილეები გახდნენ და მოისმინონ ბერლინის ფილარმონიის ორკესტრის შესრულებით ჰეთბოვენის მეცხრე სიმფონია, ნახონ ვაგნერის “ლოენგრინის” გენერალური რეპეტიცია.

Performing Arts მხოლოდ ნაწილია პროექტისა Cultural Institute, რომლის ფარგლებშიც კულტურის გულშემატკივრებს შეუძლიათ მოინახულონ ონლაინ გამოფენები, ვირტუალურად იარონ თეატრში და გაეცნონ ხელოვნების სფეროში არსებულ სიახლეებს.