1 დეკემბერი, 2015

დათო კენჭიაშვილის სოლოკონცერტი მოსკოვში

1dato-kenchiashvilis-koncerti-moskovshiმომღერალი დათო კენჭიაშვილი, რომელსაც გულშემატკივართა მთელი არმია ჰყავს, არასდროს ამბობს უარს საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის სიმღერაზე. გამონაკლისი არც რუსეთის დედაქალაქია, სადაც ათასობით ქართველი ცხოვრობს.

10 თებერვალს მოსკოვის სახელმწიფო საესტრადო თეატრში დათო კენჭიაშვილის პირველი სოლოკონცერტი გაიმართება. ჰიტის “რამდენი მალოდინე” შემსრულებელი – ასეთი წარდგენა გაუკეთეს დათო კენჭიაშვილს კონცერტის ორგანიზატორებმა. საღამოს სპეციალური სტუმრები დიანა ღურწკაია და ხალხური ცეკვების ანსამბლი “ხალისი” იქნებიან.

კონცერტი პროექტის “საქართველოს ლეგენდები” ფარგლებში ჩატარდება.