10 დეკემბერი, 2015

ახალი გოგო გიგი დედალამაზიშვილის ცხოვრებაში

1gigiმომღერალი გიგი დედალამაზიშვილი ჯგუფ “მგზავრების” სოლისტია. მუსიკოსებთან ერთად მომღერალი ბევრს მოგზაურობს და საკონცერტო ტურნეებს მართავს მსოფლიოს გარშემო.

გიგი დედალამაზიშვილი 5 წელია უკრაინელ ფოტოგრაფზე მარინა კარპიზეა დაქორწინებული. წყვილის პირველი შვილის ხანგრძლივი მოლოდინი დასრულდა და მომღერლის ცხოვრებაში კიდევ ერთი ახალი გოგონა გაჩნდა.

ეს სასიხარულო ინფორმაცია გიგის დამ, ნინი დედალამაზიშვილმა გაავრცელა:

“დღევანდელი დილა ახალი სიცოცხლის დაბადებით დაიწყო! ლიზა!”