ქართველი მწერლისა და პოეტის აკაკი წერეთლის რჩეული თხზულებები უკრაინულად ითარგმნა და წიგნად გამოიცა.
გამოცემა მიეძღვნა მწერლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავს, რომელიც იუნესკოს ეგიდით მიმდინარე წელს აღინიშნება.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით და ანეტა ანტონენკოს გამომცემლობის მიერ ქალაქ ლვოვში გამოიცა აკაკი წერეთლის რჩეული თხზულებები.
წიგნში აკაკის პროზაული ნაწარმოებების გარდა შესულია პუბლიცისტური წერილები. წიგნი უკრაინულად რაულ ჩილაჩავამ თარგმნა.