Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

საქართველოს გამარჯვება საერთაშორისო ფესტივალზე

11 დეკემბერი, 2015

1marita-cecxladzeქართველმა მომღერალმა რიგაში გამართულ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში გაიმარჯვა.

ვოკალურ ფესტივალში “Riga Symphony” 40 ქვეყნის 450 მონაწილე იყო ჩართული. კონკურსის შემდეგ შეირჩა 56 საუკეთესო შემსრულებელი, რომლებიც წარსდგნენ ჟიურის წინაშე ფესტივალის გალა-კონცერტზე.

ფინალისტმა შორის გამარჯვება მარიტა ცეცხლაძემ მოიპოვა და ფესტივალის საპრიზო ადგილიც დაიმსახურა. ქართველმა მომღერალმა პირველი საპრიზო ადგილი ორ ნომინაციაში მოიპოვა და ოქროს მედალი და პირველი ადგილის დამადასტურებელი დიპლომი გადაეცა.

ფესტივალის მიზანი სხვადასხვა ქვეყნის კულტურის პოპულარიზაცია და კონკურსანტებს შორის შემოქმედებითი კონტაქტების დამყარებაა.