27 დეკემბერი, 2015

ქართველი დიზაინერი ლონდონის მოდის კვირეულზე

1David-Komaლონდონის მოდის კვირეულმა 2016 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის განრიგი უკვე გაავრცელა. კვირეული 19 თებერვალს გაიხსნება და 23 თებერვალს დაიხურება.

მსოფლიოში ცნობილ დიზაინერებთან ერთად კვირეულში მონაწილეობას ქართველი დიზაინერი დავით კომახიძე, იგივე დევიდ კომაც მიიღებს.

ქართველი დიზაინერი თავის ახალ კოლექციას მოდის მოყვარულებს 21 თებერვალს ლონდონის დროით დილის 11 საათზე წარუდგენს.

2009 წელს დაარსებული ბრენდი “დევიდ კომა” სულ უფრო მეტ მეგავარსკვლავს იზიდავს. მისი კაბები ცნობილ ვარსკვლავებს ბიონსეს, კაილი მინოუგს, ლედი გაგას, რიანას, მირანდა კერის აცვიათ. ქართველი დიზაინერის ახალი კოლექციები კი მსოფლიოში წამყვანი მოდის ჟურნალების ფურცლებზე ხვდება.