4 დეკემბერი, 2015

სერგო ქობულაძის ფარდა ოპერის თეატრში ბრუნდება

1sergo-qobuladzis-fardaზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში რამდენიმე წლიანი სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

თეატრის გახსნამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. თეატრში მისულ საზოგადოებას არაერთი სიახლე და სიურპრიზი ელოდება.

ერთ-ერთი მათგანი თეატრის უმნიშვნელოვანესი ექსპონატია, რომელსაც სავიზიტო ბარათის მისია აკისრია. 1973 წელს თეატრში გაჩენილი ხანძრის დროს დამწვარი ფარდა, რომელიც სერგო ქობულაძის მოხატული იყო, ესკიზის მიხედვით თავიდან შეიქმნა და ის 42 წლის შემდეგ, ისევ მშობლიურ თეატრში დაიკიდება.

ამ ესკიზზე მხატვარი სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა. ფარდის თანამედროვე ვერსია გერმანულ კომპანიაში დამზადდა, რომელიც მსოფლიოს არაერთ ცნობილ თეატრთან თანამშრომლობს.