5 დეკემბერი, 2015

რუსკა მაყაშვილის ძმამ თავი აიფეთქა

1ruskaaaaმსახიობისა და ტელეწამყვანის რუსკა მაყაშვილის ძმამ თავი აიფეთქა. ინფორმაცია ნინუცა მაყაშვილმა გაავრცელა და თან ამის დამადასტურებელი ფოტოც დაურთო.

ნინუცა მაყაშვილი:

“მოარიდეთ ბავშვები ასაფეთქებლებს და საერთოდ არ უყიდოთ!!! საშინელეებააა! ჩემმა ძმამ თავი აიფეთქა და მადლობა ღმერთს, რომ გადარჩა! არ უნდა იყიდებოდეს და ისეთ ადგილას უნდა ინახავდნენ რომ არ მოიპარონ ბავშვებმა!”

პ.ს. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბავშვები ასაფეთქებლებისგან სხეულის დაზიანებებს იღებენ. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად მსგავსი შემთხვევები მატულობს. იმედია, მშობლები უფრო მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ და არ უყიდიან საშიშ ასაფეთქებლებს საკუთარ შვილებს, რათა დაიცვან მათი ჯანმრთელობა და ახალი წლის სადღესასწაულო განწყობა არ ჩაიშხამონ.

1ruskaaaas-dzma