19 დეკემბერი, 2015

რობერტ ბარძიმაშვილს ბიუსტს დაუდგამენ

1robert-bardzimashviliქართული საესტრადო ხელოვნების ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელს რობერტ ბარძიმაშვილს ბიუსტს გაუხსნიან.

მომღერლის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ხელოვნების სასახლეში გაიმართება რობერტ ბარძიმაშვილისადმი მიძღვნილი საღამო. მუზეუმის უკვდავთა ბაღში დაიდგმება რობერტ ბარძიმაშვილის ბიუსტი, გაიმართება მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ალბომის პრეზენტაცია (ალბომს ერთვის ჩD). რობერტ ბარძიმაშვილს გაიხსენებენ მისი მეგობრები, ცნობილი მუსიკოსები, ეკრანზე ნაჩვენები იქნება უნიკალური ვიდეო და ფოტომასალა.

ქართული ესტრადის ისტორიაში რობერტ ბარძიმაშვილმა სიახლეებით დაიმკვიდრა თავი. მის სახელთანაა დაკავშირებული არაერთი საესტრადო ანსამბლის დაარსება, მათ შორისაა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი ,,ორერა”, ანსამბლები ,,ვია 75″, “ჯორჯია”, ჯგუფი ,,ბარძიმი” და საბავშვო ანსამბლი “ლახტი”. მან აღმოაჩინა და გზა გაუკვალა შემდგომში უკვე საყოველთაოდ ცნობილ კომპოზიტორებსა და შემსრულებლებს.

რობერტ ბარძიმაშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო ხელოვნების სასახლეში 20 დეკემბერს გაიმართება.