22 დეკემბერი, 2015

ნინო სურგულაძეს მეგავარსკვლავები თბილისში ჩამოჰყავს

1nino-surguladze1ცნობილ ქართველ საოპერო მომღერალს ნინო სურგულაძეს მსოფლიოს მეგავარსკვლავები თბილისში ჩამოჰყავს.

ნინო სურგულაძე მის მიერვე დაარსებული საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის “ნატვრის ხე” მორიგ საქველმოქმედო კონცერტს ჩაატარებს.

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მძიმე სენით დაავადებული ბავშვებისთვის კონცერტს გამართავენ ნინო სურგულაძე, ტენორი ალესანდრო საფინა, ესტრადის დივა ენჯელ ბლუ, ჩელისტი ანა რუცნერი, პიანისტი ოლივერ პული, აფხაზეთის კაპელა, ინსტრუმენტალური ბენდი, თბილისის ოპერის სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც მსოფლიო ვარსკვლავის სოფი ლორენის შვილი მაესტრო კარლო პონტი უდირიჟორებს.

საქველმოქმედო კონცერტი 9 იანვარს დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება და მთელი შემოსავალი მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდებათ.