3 დეკემბერი, 2015

ნინო მაჩაიძის სიურპრიზი ქართველ მსმენელს

1nino-machaidze1მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანო ნინო მაჩაიძე ქართველ მსმენელს სიურპრიზს უმზადებს.

წამყვანი უცხოური გამოცემების მიერ ქართულ სენსაციად აღიარებული მომოღერალი საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველთან ერთად თავის პირველ მასშტაბურ კონცერტს გამართავს.

16 დეკემბერს ნინო მაჩაიძე დიდ საკონცერტო დარბაზში ცნობილ საოპერო არიებს იმღერებს. “მისი სიმღერა ფერთა გამაა” – ასეთ შეფასებას აძლევს ქართველ სოპრანოს The New York Times.

დიდ საკონცერტო დარბაზში მისულ მსმენელს მიეცემა შანსი შეიტყოს როგორ მოაჯადოვა მსოფლიო ქართველმა ჯულიეტამ, რამეთუ მისი სმენა და ცქერა, ესთეტურ-ხმოვანი სიამოვნების გარდა, ბედნიერებასთან პირდაპირ კავშირშია.