24 დეკემბერი, 2015

ნაომი კემპბელი პარალიზებულია

1naomiმსოფლიო მოდის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, 45 წლის შავი პანტერა, ნაომი კემპბელი პარალიზებულია. მოდელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს.

პაპარაცებმა ლამაზმანი ბრაზილიის ქალაქ სან პაულოს აეროპორტში შეამჩნიეს, სადაც ის ეტლით გადაადგილდებოდა. მოდელს გადაადგილებაში დამხმარე პერსონალი ეხმარებოდა. მას ხელჯოხიც თან ჰქონდა.

როგორც ნაომის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უცხოურ პრესას განუცხადა, მოდელი ეტლში ფეხის ტრავმის გამო აღმოჩნდა. მედიკოსების გადაწყვეტილებით, მას ოპერაცია ესაჭიროება, თუმცა უახლოეს მომავალში ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ არის.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შავ ავაზას ფეხის ტრავმა პრობლემებს უქმნის. რამდენიმე წლის წინ მასზე განხორციელებული თავდასხმის დროს, მოდელი დავარდა და ფეხის ტრავმა მიიღო. ამ შემთხვევის შემდეგ კი, ნაომს ფეხი ხშირად აწუხებს.