3 დეკემბერი, 2015

ლანა ღოღობერიძეს დააჯილდოვებენ

1lana-gogoberidses-daajildoeben87 წლის კინორეჟისორს ლანა ღოღობერიძეს საზეიმო ვითარებაში დააჯილდოებენ.

ფილმების “ვალსი პეჩორაზე”, “როცა აყვავდა ნუში”, “მე ვხედავ მზეს”, “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, “აურზაური სალხინეთში”, “დღეს ღამე უთენებია” შემქმნელი არაერთი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებულია.

რეჟისორი ჯილდოს დღეს ქართულ კინოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიიღებს.

დაჯილდოების შემდეგ კი კინოთეატრ “ამირანში” შეკრებილი მაყურებელი ნახავს მის ერთ-ერთ გამორჩეულ ფილმს “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”.