31 დეკემბერი, 2015

ვინ ატკინა გული განო მელითაურს?

1gano1კოტე თოლორდავას მეუღლე, განო მელითაური ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ქართულ საზოგადოებას თავის გზავნილს უზიარებს და არქივიდან კიდევ ერთ ვიდეოს უზიარებს.

განო მელითაური:

“ჩემო სიცოცხლეო!!! სანუკვარო!!! ყველაზე ნიჭიერო, შეყვარებულო ნათელო ათინათო!!! ჩემო დღესასწაულო, სევდავ, სიბრძნევ!!! ჩემი სხეულის და სულის განუყოფელო, ჩემო მფარველო!!!

ნუ გეშინია! დროის ქარტეხილები ვერაფერს დაგვაკლებენ! ჰო, ბედისწერავ! შენ გეუბნები! სადაც არ უნდა წაგეყვანათ, იმას, რასაც მის მიმართ განვიცდი განზომილების საზღვრები ვერაფერს დააკლებს! ვერც გარდაცვალება მოერევა! რამდენი პირობითი წელიც არ უნდა დამრჩეს დედამიწაზე, რამდენჯერაც არ უნდა მატკინონ გული, მაინც ავდგები! აირევიან ამინდები, მაგრამ გპირდები, წელში გავიმართები, შენს საყვარელ სამოსში გამოვეწყობი და აუცილებლად, აუცილებლად გიპოვნი!

გპირდები, ზუსტად ისე გავზრდი ჩვენს შვილებს, როგორც ერთად ვოცნებობით – ვასწავლი მთავარს – რას ნიშნავს მეორე ადამიანის სიყვარული!

თქვენ კი, მეგობრებო, ყველას განურჩევლად თქვენი ასაკისა, სქესისა, ჩემს მიმართ დამკიდებულებისა, გისურვებთ ი ს ე მ ა გ რ ა დ გ ა გ ი მ ა რ თ ლ ო თ ცხოვრებაში, როგორც მე და კოტე თოლორდავას გაგვიმართლა! ჩემგან საჩუქრად ყველაზე ქარიზმატული სანტა თქვენ!”

 

ჩემო სიცოცხლეო!!! სანუკვარო!!! ყველაზე ნიჭიერო,შეყვარებულო ნათელო ათინათო!!!ჩემო დღესასწაულო სევდავ სიბრძნევ!!! ჩემი სხეულის და სულის განუყოფელო, ჩემო მფარველო!!! ნუ გეშინია! დროის ქარტეხილები ვერაფერს დაგვაკლებენ! ჰო, ბედისწერავ!შენ გეუბნები!სადაც არ უნდა წაგეყვანათ,იმას, რასაც მის მიმართ განვიცდი განზომილების საზღვრები ვერაფერს დააკლებს! ვერც გარდაცვალება მოერევა! რამდენი პირობითი წელიც არ უნდა დამრჩეს დედამიწაზე,რამდენჯერაც არ უნდა მატკინონ გული მაინც ავდგები!აირევიან ამინდები ,მაგრამ გპირდები, წელში გავიმართები, შენს საყვარელ სამოსში გამოვეწყობი და აუცილბლად, აუცილებლად გიპოვნი!გპირდები ზუსტად ისე გავზრდი ჩვენს შვილებს ,როგორც ერთად ვოცნებობით – ვასწავლი მთავარს – რას ნიშნავს მეორე ადამიანის სიყვარული! თქვენ კი მეგობრებო, ყველას განურჩევლად თქვენი ასაკისა,სქესისა ,ჩემს მიმართ დამკიდებულებისა გიურვებთ ი ს ე მ ა გ რ ა დ გ ა გ ი მ ა რ თ ლ ო დ ცხოვრებაში, როგორც მე და კოტე თოლორდავას გაგვიმართლა! ჩემგან საჩუქრად ყველაზე ქარიზმატული სანტა თქვენ!,

Posted by Gano Melitauri on Thursday, 31 December 2015