4 დეკემბერი, 2015

გრიგოლ ფერაძის სახლი უმძიმეს მდგომარეობაშია

1grigol-feradzeქართველი თეოლოგისა და არქიმანდრიტის გრიგოლ ფერაძის სახლი უმძიმეს მდგომარეობაშია. კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში მდებარე შენობა თითქმის აღარ არსებობს.

ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული გრიგოლ ფერაძის მშობლიური სახლიდან მხოლოდ კედლებია შემორჩენილი და სასწრაფო რეაბილიტაცია საჭიროებს.

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში წამებით მოკლული ქართველის საუკუნოვან სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს მინიჭებული, რაც არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.

ადგილობრივები სახლის სასწრაფო ადღგენას და იქ გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მოწყობას ითხოვენ.