21 დეკემბერი, 2015

გიორგი ყორღანაშვილი დაინიშნა

1giorgi-korganashvili-dainishnaმარჯანიშვილის და სამეფო უბნის თეატრების ახალგაზრდა მსახიობი გიორგი ყორღანაშვილი საქართველომ მისი უმძიმესი დაავადებით გაიცნო. გიორგის დასახმარებლად ხელოვანები გაერთიანდნენ და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით, საქველმოქმედო კონცერტებით, სპექტაკლებით და კარდაკარ სიარულით მისი მკურნალობისთვის საჭირო თანხის შეგროვება შეძლეს.

გიორგიმ ოპერაცია უცხოეთში გაიკეთა, გამოჯანმრთელდა და თეატრის სცენასაც დაუბრუნდა.

ამ უქმეებზე კი მსახიობი საყვარელ ადამიანზე დაინიშნა. მისი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამბის აღმნიშვნელი ფოტო გიორგიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა და უამრავი მოწონება, საუკეთესო სურვილები და მილოცვა მიიღო.