25 დეკემბერი, 2015

გიორგი კეკელიძე: ,,ამ ამბის დამალვას აზრი არ აქვს’’

1giorgi-kekelidzeსაქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე 2015 წლის მიწურულს ქართულ საზოგადოებას ერთ ამბავს უზიარებს, რომლის დამალვასაც უკვე აზრი აღარ აქვს.

გიორგი კეკელიძე:

“რადგან უკვე ბევრჯერ მომნიშნეს და ჩემი მეგობრების კედლები მოფენილია სურათებით, ამ კარგი ამბის ახალ წლამდე დამალვას აზრი არ აქვს (სწორედ 31 დეკემბერს, პირველ არხზე გავა დაჯილდოების ცერემონია და დარწმუნებული ვარ, უყურებთ) და გეტყვით, რომ ხალხის გამოკითხვის შედეგად, ჩვენი მოძრაობა ,,ეკვილიბრიუმი – სოფლის განახლებული ბიბლიოთეკები” წლის საუკეთესო საგანმათლებლო პროექტად დასახელდა.
ვულოცავ ჩვენი გუნდის წევრებს, ყველა სოფლის ბიბლიოთეკარს და მადლობა, თქვენ მეგობრებო – ეს მოძრაობა კიდევ უფრო დიდი შემართებით გაგრძელდება და ყველა სოფელს მოიცავს!”

მაგრამ ,,ეკვილიბრიუმი – სოფლის განახლებული ბიბლიოთეკების” დაჯილდოვება ამით არ დასრულებულა. პროექტი წლის ეროვნულ პროექტადაც აღიარეს და სპეციალური პრიზითაც დააჯილდოვეს.

გიორგი კეკელიძე:

“ეს კი მეორე ჯილდო – Sierra Innovative – წლის ეროვნული პროექტი
“სოფთლაინ საქართველომ” საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა Sierra Innovative-ის ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის დანერგვისთვის დააჯილდოვა ნომინაციაში “წლის ეროვნული პროექტი”.

1erovnuli-biblioteka