28 დეკემბერი, 2015

მსოფლიოში ცნობილი ჯაზ-პიანისტი მასტერკლასს გამართავს

1Mikadzeსამშაბათს, 29 დეკემბერს, 12 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კამერულ დარბაზში შედგება არაერთი მუსიკალური პრემიის მფლობელის, Berklee Collage of Music-ის კურსდამთავრებულის, Manhattan School of Music-ის მაგისტრანტ გიორგი მიქაძის მასტერკლასი.

თანამედროვე მუსიკის სამყარო კარგად იცნობს ახალგაზრდა ჯაზ-პიანისტ გიორგი მიქაძეს, რომელმაც ქვეყნის გარეთ უკვე მრავალ წარმატებას მიაღწია. გიორგი რამდენიმე წელია, რაც აშშ-ში ცხოვრობს და თავისი წარმატებული საგანმანათლებლო თუ საკონცერტო ცხოვრებით საქართველოს უდიდეს პოპულარიზაციას უწევს.

ჯაზის და თანამედროვე მუსიკის მომავალი ვარსკვლავი მსოფლიოს წამყვანი ფესტივალების და კონკურსებისათვის ყოველთვის სასურველი სტუმარია.

გიორგიმ თანმიმდევრული კლასიკური მუსიკალური განათლება საქართველოში მიიღო: 2006 წელს დაამთავრა სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი”; 2010 წელს კი ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის ბაკალავრიატი პროფესორ რევაზ თავაძის ხელმძღვანელობით. აშშ-ში გამგზავრებამდე მან როგორც კლასიკური მუსიკის შემსრულებელმა არაერთი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატობა მოიპოვა.

2010 წლიდან გიორგი აშშ-ს ქალაქ ბოსტონის ყველაზე პრესტიჟული Berklee Collage of Music-ის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტი და პრეზიდენტის სტიპენდიატი გახდა; უნივერსიტეტისა, რომელში სწავლაც ყველა მუსიკოსის სანატრელი ოცნებაა და რომელიც წლების მანძილზე ინარჩუნებს მსოფლიოს საუკეთესო 10 მუსიკალურ სასწავლებელს შორის პირველ პოზიციას. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება გიორგის, როგორც ჯაზ-შემსრულებლის, კომპოზიტორის, დირიჟორის, მენეჯერის და არანჟირებების ავტორის მუდმივი შემოქმედებითი ზრდა და წარმატებული კარიერა.

2014 წელს მუსიკოსი განსაცვიფრებელი შედეგებით ჩაირიცხა ნიუ-იორკის უდიდესი მუსიკალური ტრადიციების მქონე სახელოვნებო აკადემია Manhattan School of Music-ის სამაგისტრო პროგრამაზე. გიორგი აღმოჩნდა ერთადერთი მუსიკოსი, რომელმაც მთელი მსოფლიოდან წარმოდგენილ 3 000 აპლიკანტს შორის მაგისტრატურის სრული, ორწლიანი სასწავლო გრანტი (Full-tuition Scholarship grant for MA Program) მოიპოვა.

მუსიკოსი სისტემატურად მართავს კონცერტებს აშშ-ს ყველაზე პრესტიჟულ, ელიტარულ დარბაზებსა და ჯაზ-კლუბებში, როგორც კლასიკოსი, ისე ჯაზის, ბლუზის, გოსპელის, პოპის, ფანკის,  Fusion-ის, R&B-ის, ელექტრო-აკუსტიკური, ექსპერიმენტული და მიკროტონალური მუსიკის შემსრულებელი. სწორედ ამიტომ მას ხშირად უწოდებენ „უნივერსალურ მუსიკოსს“.
მიუხედავად სტილური ორიენტირების მრავალფეროვნებისა, გიორგი არ ივიწყებს ქართულ ფესვებს და საკომპოზიციო შემოქმედებაში ეყრდნობა ქართული ხალხური მუსიკის მოტივებს. ამ მიმართულებით მან არაერთხელ გააოცა ამერიკელი და ევროპელი მსმენელი საკუთარი კომპოზიციებით („კავკასიური ნაგაზი“, „იგავის მოსმენის შემდეგ“, „ნანა“) და უჩვეულო არანჟირებებით („საჭიდაო“ „აზამატი“, „სვანური ნანა“ და სხვა), რომელშიც ორგანულადაა შერწყმული აფრო-ამერიკული ჯაზის, კლასიკისა და ქართული ფოლკლორული მუსიკის ელემენტები.

გიორგი სისტემატურად მართავს კონცერტებს ძალზე პრესტიჟულ ჯაზ კლუბებში – ქ. ნიუ-იორკი: Iridium Jazz Club, „Silvana“, „Why Not Jazz room“, „Smalls“, „Rockwood Music Hall“, „Jazz Standard“, „Something Jazz“, „Blue Note“, „ShapeShifter Lab“. ქ. ბოსტონის ჯაზ კლუბები: “Scullers Jazz Club“, „Wally’s Café“, „Regettabar“, „Café 939“. ლოს ანჯელესის ჯაზ-კლუბი „Vibrato Girl Jazz“, Blue Whale, Los Angeles. CA. შვეიცარიის ჯაზ კლუბი   „Montreux Jazz Club“.

არის არაერთი საერთაშორისო პრესტიჟული კონკურისის ლაურეატი და პრემიის მფლობელი, მათ შორის:

განათლების საერთაშორისო ცენტრის ბენეფიციარი 2014-2016;

6th Annual Crown Guitar Workshop & Festival Bigfork, Montana 2015
• Manhattan School of Music – Full Tuition Scholarship for Master in Jazz arts 2014-2016;
• Lee Ritenour’s Six String Theory Competition – Grand Prize 2014;
• Jazz Performance Award. Berklee College of Music 2014;
• Winner of Betty Carter Jazz Ahead Program at the Kennedy Center (directed by Jason Moran), Washington DC 2013
• Berklee Emanuel Zambelli Scholarship. Scholarship for Berklee classical music performers 2013;
• Winner of “New Piano Music” composition and piano department competition as a composer
and performer 2012;
• Jazz Performance Award. Awarded to the student with the most outstanding jazz pianist.
Berklee 2012;
• Berklee Symphony Orchestra – Concerto Competition. Winner 2012;
• Berklee College of Music Full Tuition Scholarship for BA program 2010-2014;
• Scholarship from Giya Kancheli (Georgian composer resident in Belgium) 2009-2010;
• International Summer Festival Institute at Round Top (Texas, US) Full Scholarship 2009;
• Grant from Eteri Andjapharidze 2009 (Eteri Andjaparidze is a Georgian/American pianist and
Faculty member of Mannes school and NYU).

გიორგი მიქაძე თანამშრომლობს ჯაზისა და თანამედროვე მუსიკის ისეთ ლეგენდარულ არტისტებთან, როგორებიც არიან: ჯოჯო მეიერი, ჯეკ დეჯონეტე, მეთ გარისონი, დეივ ლიბმანი, როი ჰარგროუ, რუდრეშ მაჰანტრაპა, მეშელ ენდეჯიოსელო, რენე ნუვილი, პატი ოსტინი, ტია ფულერი, საიდა გარეტი , მულატუ ასტატკე, რეიდარ ელისი, ლი რიტენური, ფილ უილსონი, ბილ ვეილანი, ანსამბლი Snarky Puppy და სხვა.