Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ხელოვანები საფეხბურთო მარათონში ერთვებიან

9 დეკემბერი, 2015

1msaxiobebis-fexburtiცნობილი ქართველი ხელოვანები მსოფლიო საფეხბურთო მარათონში ერთვებიან.

10 დეკემბერს მსოფლიო ფეხბურთის დღე აღინიშნება. ამ მნიშვნელოვან თარიღს უერთდება საქართველოც.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ატარებს საფეხბურთო მარათონს.

10 დეკემბერს 17:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიასთან ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრისა და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდებს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართება.