Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველი პოეტის წარმატება შვედეთში

3 დეკემბერი, 2015

1zurab-rtveliashviliქართველმა პოეტმა ზურაბ რთველიაშვილმა შვედეთში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
მთელი წლის განმავლობაში პოეტი ხშირად იღებდა მონაწილეობას შვედეთში გამართულ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში და თავის შემოქმედებას აცნობდა დამსწრე საზოგადოებას.

ასეთი აქტიურობისთვის ზურაბ რთველიაშვილს „წლის საუკეთესო პერფორმანს-პოეტის“ ტიტული მიანიჭეს. სტოკჰოლმის ეთნოგრაფიული მუზეუმში ქართველი პოეტი ცნობილ შვედ არტისტებთან ერთად წარსდგა შეკრებილი საზოგადოების წინაშე. ღონისძიების ორგანიზატორებმა ზურაბ რთველიაშვილი წარადგინეს, როგორც „წლის საუკეთესო პერფორმანს-პოეტი“. მან ამ საღამოში მონაწილეობა მიიღო ცნობილ ირანელ სუფისტ მუსიკოსთან კავე შარიფთან ერთად.

ზურაბ რთველიაშვილი:

“პოეტური ფესტივალების ორგანიზატორები წლის განმავლობაში თვალს ადევნებენ პოეტების გამოსვლებს, თუ რა რეაქცია მოჰყვება თითოეულ მათგანს, რა გამოხმაურებაა პრესაში და ინტერნეტ სივრცეში ფეისბუკის ჩათვლით და შემდეგ წლის ერთ-ერთ შემაჯამებელ საღამოზე გამოთქვავენ თავის შეფასებებს. ეს არაა რაიმე ოფიციალური, სახელმწიფო დაჯილდოვება, ესაა პოეტების და არტისტების წრეში მიღებული ტრადიცია, რაც ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია…”