Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სერგო ქობულაძის შედევრი გაცოცხლდა

12 დეკემბერი, 2015

1sergo-qobuladzis-fardaთანამედროვე ქართული ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული მოვლენა განხორციელდა. სერგო ქობულაძის შედევრი გაცოცხლდა.

ოპერისა და ბალეტის თეატრში სერგო ქობულაძის ფარდის ესკიზის ასლი დაიკიდა.
თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიით გადიდებული ფარდის ასლი გერმანიიდან საქართველოში 11 დეკემბერს ჩამოვიდა.

სერგო ქობულაძის ესკიზის მიხედვით აღდგენილი ასლი ოპერის სცენის ძირითადი ფარდის უკან ეკიდება და მისი ნახვის საშუალება ოპერისა და ბალეტის თეატრის რეაბილიტირებული შენობის გახსნის შემდეგ ყველა მისულ სტუმარს ექნება. მას შემდეგ რაც გადაწყდა, სერგო ქობულაძის ცნობილი ფარდის აღდგენა, კულტურის მინისტრმა კონსულტაციის მიზნით, მოიწვია მხატვრის მოსწავლეები და მასთან დაახლოებული პირები – მოსწავლეები თემო გოცაძე, რადიშ თორდია და მხატვრები თაზო ხუციშვილი, მურაზ მურვანიძე.

მხატვრები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ სერგო ქობულაძის ტექნოლოგიით ამ ფარდას ვერავინ დახატავდა, ამიტომ გადაწყდა, ფარდა დაბეჭდილიყო მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიით გერმანიის ქალაქ პოტსდამში კომპანია „Gerrietstan” მიერ.

სერგო ქობულაძის თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით გადიდებული ფარდის ასლი, მხატვრის ერთ-ერთი ასისტენტის ესკიზის მიხედვით არის შექმნილი. აღნიშნული ესკიზი კულტურის სამინისტრომ შეისყიდა და გადასცა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს. პირველი ფარდის ესკიზიც (რომელიც სრულად დაიწვა) ასევე დაცულია „ხელოვნების სასახლეში“.

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სარემონტო სამუშაოები „ფონდი ქართუს“ მიერ 2010 წლის იანვარში დაიწყო. სარემონტო სამუშაოების ფარგლებში, თეატრის სრული რესტავრაცია განხორციელდა. თავიდან მოიხატა უნიკალური დარბაზები, მოპირკეთდა ქვითა და მარმარილოთი.

მთლიანად განახლდა სცენა და აღიჭურვა ყველაზე თანამედროვე ტექნიკით. ოპერისა და ბალეტის თეატრის საზეიმო გახსნა 2016 წლის დასაწყისში იგეგმება.