Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სალომე კორკოტაშვილი გათხოვდა

7 დეკემბერი, 2015

1salome-korkotashvili-gatxovdaმომღერალი სალომე კორკოტაშვილი გათხოვდა. ეს სასიამოვნო ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა და ედინბურგში გამართული საქორწინო ცერემონიალის ამსახველი ფოტოებიც გაავრცელა.

სალომეს რჩეული ლიტერატორი და პროფესორი რიჩარდ ჰოვარდია. ეს მომღერლისთვის მეორე ქორწინებაა. 16 წლის ასაკში შექმნილი პირველი ოჯახი მყარი არ აღმოჩნდა და წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

სალომემ საკმაოდ რთული ეტაპი წარმატებით დაძლია და მთელი ყურადღება კარიერულ წინსვლასა და თავის შვილზე გადაიტანა. მომღერალმა ბერკლის მუსიკალურ სასწავლებელში ჩააბარა და შორსმიმავალი გეგმებიც დაისახა.

რიჩარდის გამოჩენა მის ცხოვრებაში კიდევ ერთი ახალი ეტაპის მანიშნებელი აღმოჩნდა. მომღერლის შეყვარებული სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოში, რომ მისი მშობლებისთვის საყვარელი ქალის ხელი ეთხოვა. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა, სალომემ თეთრი საქორწინო კაბა ჩაიცვა და საყვარელ ადამიანს სამუდამო ერთგულება შეჰფიცა.

მომღერალს გაბედნიერება უამრავმა ადამიანმა მიულოცა. ახლადდაქორწინებულებმა ბევრი მოწონება დაიმსახურეს და მილოცვებთან ერთად საუკეთესო სურვილებიც მიიღეს.