Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ კამერულ მუსიკას დაეთმობა

18 დეკემბერი, 2015

1lev-markiziშაბათს, 19 დეკემბერს 19:30 სთ-ზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების“ ფარგლებში კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართება.

თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრს “საქართველოს სინფონიეტას” ლევ მარკიზი უდირიჟორებს. სოლისტები: ბენჟამენ მარკიზ გილმორი (ვიოლინო) და იოზეფ პულია (ვიოლინო).

საღამო ეძღვნება ლევ მარკიზის პირველი კონცერტის 60 წლისთავს თბილისში.

პროგრამაშია: მოცარტი, ბახი, დენისოვი, პიარტი.

გარდა აქტიური საკონცერტო მოღვაწეობისა, წლების განმავლობაში ლევ მარკიზი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტურ ორკესტრს დირიჟორობდა. მისი ინიციატივით ჰოლანდიაში შეიქმნა თბილისის კონსერვატორიიის დახმარების ფონდი, რომლის მეშვეობითაც სტუდენტებს არაერთხელ გადაეცათ ინსტრუმენტები, სიმები, ხემები და ნოტები.

ლევ მარკიზის შვილიშვილი ბენჟამენ მარკიზ გილმორი გაიზარდა ინგლისში. ეიჰუდ მენიუჰინის სახელობის სკოლში სწავლობდა ნატალია ბოიარსკაიასთან, ვენის კონსერვატორიაში კი პაველ ვერნიკოვთან. მიღებული აქვს პირველი პრემია ოსკარ ბექის სავიოლინო კონკურსზე (ამსტერდამი) და მეოთხე პრემია იოზეფ იოახიმის სავიოლინო კონკურსზე (ჰანოვერი). აგრეთვე, ბენჟამენი 2011 წლიდან ევროპის კამერული ორკესტრის წევრია.

2009 წელს ჰოლანდიის ფესტივალზე, “Concertgebouw”-ში (ამსტერდამი), შედგა მევიოლინე იოზეფ პულიას სოლო დებიუტი, რომელსაც დიდი გამოხმაურები მოჰყვა პრესაში.

მას შემდეგ ის გამოდის მსოფლიოს ისეთ პრესტიჟულ და ცნობილ დარბაზებში, როგორებიცაა: კარნეგი ჰოლი, ლინკოლნ ცენტრი (ნიუ-იორკი), დედოფალ ელისაბედის დარბაზი (ლონდონი), Cite de la Musique Salle Pleyel (პარიზი); ასევე, მონაწილეობა მიიღო ავსტრალიაში, მელბურნის საერთაშორისო ფესტივალში.

ი. პულიას ჩანაწერები გამოცემულია ”Sony Classical” და“Hungaraton” ჩამწერი სტუდიების მიერ. ცოტა ხნის წინ მან დაიწყო პროექტი, რომელიც ეძღვნება ლუჩანო ბერიოს მუსიკის პოპულარიზაციას. ამ პროექტის ფარგლებში გამოვა CD სადაც შევა ბერიოს ნაწარმოებები Sequenza, Corale, Due Pezzi , და 34 დუეტი ორი ვიოლინოსათვის.

XVIII საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ კონსერვატორიის დიდ დარბაზში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 14 – 29 დეკემბერს ტარდება. მოიცავს საფორტეპიანო, კამერული და საორღანო მუსიკის კონცერტებს, ასევე ჯაზის საღამოს.

ფესტივალის განმავლობაში დიდი დარბაზის ფოიეში იურა ბერიშვილის ნახატების გამოფენა იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალის განრიგი:

19 დეკემბერი, 19:30სთ – კამერული მუსიკი კონცერტი.
ბენჟამინ მარკიზ გილმორი (ვიოლინო), იოზეფ პულია (ვიოლინო), „საქართველოს სინფონიეტა“, დირიჟორი ლევ მარკიზი

21 დეკემბერი, 19:30სთ – საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი – ალექსანდრე კორსანტია

22 დეკემბერი, 19:00სთ – საორღანო მუსიკის კონცერტი – გარი კონიაევი (გერმანია)

25 დეკემბერი, 19:00სთ – კამერული მუსიკის კონცერტი: ბორის ბერეზოვსკი (ფ-ნო, რუსეთი) – ნიკიტა ბორისოგლებსკი (ვიოლინო, რუსეთი)

27 დეკემბერი, 19:00სთ – დებიუტი – საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი – ლუკა ოქროსცვარიძე (ლუკა ოქროს)

29 დეკემბერი, 19:00სთ – სულხან ცინცაძის საიუბილეო საღამო.
სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, ლიზი რამიშვილი (ჩელო), თამარ ლიჩელი (ფ-ნო), ირინა თაბორიძე (სოპრანო), ცირა ქამუშაძე (ფ-ნო), ინგა ლობჟანიძე (ფ-ნო).