Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რას ითხოვდა რეზო ჩხეიძე უკანასკნელად?

7 დეკემბერი, 2015

1rezo-chxedzZeრას ითხოვდა რეზო ჩხეიძე უკანასკნელად? – ამ კითხვაზე პასუხი ცნობილი კინორეჟისორის 89-ე დაბადების დღეზე გახდება.

8 დეკემბერი ქართველი კინორეჟისორის რეზო ჩხეიძის დაბადების დღეა. მას 89 წელი შეუსრულდებოდა. ეს არის პირველი დაბადების დღე, რომელსაც მისი მეგობრები, ოჯახის წევრები და ახლობლები იუბილარის გარეშე აღნიშნავენ.

კინორეჟისორის ხსოვნის საღამო სამებაში გაიმართება. 8 დეკემბერს, მის 89-ე დაბადების დღეზე საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში რეზო ჩხეიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეხვედრა ჩატარდება.

ხელოვანის დაბადების დღის ორგანიზატორი „ქართული ერთობის დარბაზია“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარეც თავად რეზო ჩხეიძე იყო.

რეჟისორის ხსოვნისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე გაიხსენებენ მის წერილს „ჩემი თხოვნა, იქნებ, უკანასკნელიც“ და ისაუბრებენ „ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის“ და შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილის პროგრამების თაობაზე.

რეზო ჩხეიძე 88 წლის ასაკში რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. ის დიდუბის პანთეონში დაკრძლეს. ქუთაისში რეზო ჩხეიძის მშობლიური სახლის კედელზე მისი მემორიალური დაფა გაიხსნა, სახლის რეაბილიტაციის შემდეგ კი იქ კინორეჟისორის მუზეუმი გაიხსნება.