Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მეფე ბრუნდება!

2 დეკემბერი, 2015

1irakli-charkvianiმეფე ირაკლი ჩარკვიანი ბრუნდება! პირველად ქართულ რეალობაში სპეციალურად დამზადდა ირაკლი ჩარკვიანის ვირტუალური გამოსახულება (ჰოლოგრამა), რომლის მეშვეობითაც ირაკლი ჩარკვიანი თავის ერთ-ერთ ჰიტს შეასრულებს.

15 დეკემბერს ფონდი “ავტოგრაფი” თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩაატარებს ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილ კონცერტს „ისტორიას დარჩება!“

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მუსიკოსები ნიაზ დიასამიძე, პეჩო, უცნობი, ვაკის პარკი, ნიკა კაჩაროვი, დათო ევგენიძე, ეკო დეისაძე, Sophie Villy, LOUDspeakers, The Window, The Mins-ი, Kung Fu Junkie, MAO, კაკადუ, Jetbird, ჯერონიმო, ქეთათო და გელა ჩარკვიანი.