Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მაია დარსმელიძე: ,,ძალიან მწყდება გული…’’

11 დეკემბერი, 2015

1maia-darsmelidzeმუსიკოსი და მომღერალი მაია დარსმელიძე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე წუხს და საჯაროდ გამოთქვამს გულისტკივილს, რომ ამით ბევრი კარგი ინსტრუმენტალისტი ზარალდება.

მაია დარსმელიძე:

“ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, სადაც მუსიკოსი თითო მუსიკალურ პროექტში მონაწილეობისთვის ნორმალურ ანაზღაურებას იღებს, ქვეყანაში არსებული ისედაც თითზე ჩამოსათვლელი კარგი ინსტრუმენტალისტი ბევრ პროექტში მონაწილეობის (მეტი შემოსავლის მიზნით) მოსწრებაზე კი არა – მუსიკაზე იფიქრებდა…

ძალიან მწყდება გული, რომ მართლა მსოფლიო სტანდარტის მუსიკოსია ყველა ეს ტიპი, მაგრამ არ გაუმართლათ და ისეთ ქვეყანაში ცხოვრობენ, სადაც კრეატივის დრო ფიზიკურად არ არის.”