Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კულტურის პალატა ხალხის რჩეულს დააჯილდოვებს

27 დეკემბერი, 2015

1sakartvelos_kulturis_palataსაქართველოს კულტურის პალატის მიერ 2015 წლის სექტემბერში დაწესდა ჯილდო „ხალხის რჩეული“, რომელიც 29 დეკემბერს დაჯილდოვდება.

“ხალხის რჩეული” საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. ქართული საზოგადოების გადაწყვეტილებით, პირველი ჯილდო გადაეცემა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.

აღნიშნული დაჯილდოვების ცერემონიალი 29 დეკემბერს საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართება. უწმინდესსა და უნეტარესს აღნიშნულ ჯილდოს საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი გადასცემს.