Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კიანუ რივზის გზავნილი მსოფლიოს

19 დეკემბერი, 2015

1Keanu_Reevesჰოლივუდის ვარსკვლავი კიანუ რივზი მსოფლიოს მეტად საყურადღებო და დამაფიქრებელ გზავნილს უგზავნის. მსახიობმა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი კოლეგებისგან, ამჯერადაც გააოცა ადამიანები.

კიანუ რივზი:

“ხედავთ ხალხს ჩემს უკან? ისინი სამსახურში მიიჩქარიან და ყურადღებას არაფერს აქცევენ. ზოგჯერ, იმდენად ვართ გართული ყოველდღიურობით, რომ ვერ ვტკბებით ცხოვრების მშვენიერებით.

ჩვენ ზომბებს ვგავართ. თავი ასწიეთ თქვენი სმარტფონებიდან, მოიხსენით ყურსასმენები, მიესალმეთ შემხვედრ ადამიანებს და ჩაეხუტეთ მას, ვინც გულნატკენია. დაეხმარეთ იმას, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. ყოველდღე ისე უნდა იცხოვროთ, თითქოს ეს უკანასკნელი დღეა.

ის, რაც ხალხმა ჩემზე არ იცის, ისაა, რომ რამდენიმე წლის წინ დეპრესია მქონდა. ეს არავისთვის მითქვამს. ჩავიკეტე საკუთარ თავში და დვიწყე გამოსავლის ძიება. საბოლოოდ მივხვდი, რომ ადამიანი, რომელიც ხელს მიშლიდა და ბედნიერად ყოფნის საშუალებას არ მაძლევდა, მე ვიყავი.

მივხვდი, რომ ყოველი დღე, რომელიც გვაქვს, ძვირფასია და ყველა უნდა ვაფასებდეთ მას. ვერავინ გვაძლევს ხვალინდელი დღის გარანტიას, ასე რომ, დააფასეთ დღევანდელი! იმედი მაქვს, რომ გაიზიარებთ ჩემს შეტყობინებას და სიყვარულს გაავრცელებთ ამ სადღესასწაულო დღეებში!“