Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

იკორთა საფრთხეშია

16 დეკემბერი, 2015

1ikortaკიდევ ერთი ქართული ტაძარი საფრთხეშია. იკორთა ცხინვალის სარეაბილიტაციო პროგრამაშია შეტანილი. თვითნებურად განხორციელებულმა სამუშაოებმა, შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს.

იკორთის მონასტერი 1172 წელს არის აგებული. იქ არიან დაკრძალული კახეთის აჯანყების ხელმძღვანელები ბიძინა ჩოლოყაშვილი და შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები.

ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ცემენტით უკვე გადალესა ლიახვის ხეობაში მდებარე თირის მონასტერი. ტაძარში ისტორიული მხატვრული ფრაგმენტები განადგურებულია. უმძიმეს მდგომარეობაშია სამონასტრო კომპლექსში შემავალი ნაგებობების კედლებიც.

თირის სამონასტრო კომპლექსზე მომუშავე ჯგუფმა გომართის ეკლესიაც დააზიანა. კიდევ რომელ ქართულ ტაძრებს ემუქრება საფრთხე, ამ დროისთვის ქართული მხარისთვის უცნობია.