Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გურამ დოჩანაშვილის ახალი წიგნი

17 დეკემბერი, 2015

1guram-dochქართველმა კლასიკოსმა გურამ დოჩანაშვილმა ახალი წიგნი დაწერა. გამოცემის წარდგინებას მწერალი თავად გეგმავს.

სამტომეულის პირველი ტომი უკვე დაბეჭდილია და მკითხველთან შესახვედრად ავტორთან ერთად ემზადება.

გურამ დოჩანაშვილის ახალი წიგნის „ბრმადყოფილზე. და…“ პირველი ტომის წარდგინება 19 დეკემბერს ნიკოლოზობის დღესასწაულზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში ჩატარდება. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.

ავტორი თავად წარუდგენს საზოგადოებას სამტომეულის პირველ ნაწილს. საღამოს რატი ამაღლობელი გაუძღვება. მსურველებს კი წიგნის შეძენა ადგილზე შეეძლებათ.