Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გერგეტის სამება ულამაზეს ეკლესიათა ჩამონათვალშია

25 დეკემბერი, 2015

1gergetis-samebaსაქართველო და მისი ღირსშესანიშნაობები სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში. ბრიტანულმა გამოცემა telegraph-მა გერგეტის სამება მსოფლიოს ულამაზეს ეკლესიათა ჩამონათვალში შეიყვანა და მას მეექვსე ადგილი მიაკუთვნა. საუკეთესოდ დასახელებულ ეკლესიათა ჩამონათვალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის 23 ეკლესიაა გაერთიანებული.

ბრიტანული გამოცემა გერგეტის სამებას ასე აღწერს:

“სწორედ ის გარემო, რომელიც ულამაზესი სიმწვანით და თეთრი, დათოვლილი კავკასიური მთების ნაზავით გამოირჩევა, გერგეტის სამების ეკლესიას აქცევს ნამდვილ საოცრებად. ეკლესიის აშენების თარიღად მეთოთხმეტე საუკუნე სახელდება. მას აქვს განცალკევებული სამრეკლო კოშკი, რომელიც ხალხს თავისთან უხმობს და ისინიც ეკლესიის სანახავად სამი საათის სავალ გზას არ უშინდებიან. საბჭოთა პერიოდში რელიგიური რიტუალები აკრძალული იყო, ამჟამად კი გერგეტის სამებაში ღვთისმსახურება თავისუფლად აღევლინება.”