Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გადავარჩინოთ ვირტუოზი გიტარისტი

8 დეკემბერი, 2015

1koka-cqitishviliკოკა ცქიტიშვილის სახელი და გვარი ყველა მელომანისთვის კარგად არის ცნობილი. მას და მის T.BLUES MOB ბენდს მსოფლიოშიც კარგად იცნობენ. ის ერთადერთი ჯგუფია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც “ევროპის ბლუზის კავშირში” მიიღეს.

ზაზანოვაში ვირტუოზი გიტარისტის კოკა ცქიტიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მისი მეგობრები მიიღებენ. მუსიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, მას ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა და დიდი ოდენობით სისხლი დაკარგა.

მეგობრები მის დასახმარებლად გაერთიანდნენ და ზაზანოვაში 13 დეკემბერს საქველმოქმედო კონცერტს ჩაატარებენ.

“თითოეულმა ჩვეგანმა შევიტანოთ წვლილი კოკას გამოჯანმრთელებაში!” – ასეთი სლოგანით გამოდიან მუსიკოსის კოლეგები.

ზაზანოვაში დაგეგმილ კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 10 ლარია. შემოსული თანხა კი მთლიანად კოკა ცქიტიშვილის ანგარიშზე გადაირიცხება.