ცნობილი ქართველი ხელოვანები ახალგაზრდა პიანისტის გადასარჩენად ერთიანდებიან და საზოგადოებასაც მაქსიმალური აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება საქველმოქმედო კონცერტი “ნიჭიერთა ათწლედის” მე-9 კლასის მოსწავლის, 16 წლის ნინო ჭყონიას დასახმარებლად.
აქცია-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ დათო ევგენიძე, დინი ვირსალაძე, გიორგი მიქაძე, ბექა გოჩიაშვილი, ლიზა ბაგრატიონი, ლიზა რამიშვილი, ოლივერ პული, ირმა გიგანი, გიორგი ცაგარელი, მარიამ როინიშვილი, გიგი ვანდერი, Georgian Brass, სალომე ჯიქია, ზურაბ კობახიძე, სერგო მარკოსიანი, ნათია მდინარაძე, მარიკა ოსიტაშვილი, ნანა მიქაბერიძე, მარინა ჭანიშვილი, “ნიჭიერთა ათწლედის” საბავშვო ორკესტრი.
ნინო ჭყონია თავის ძვლის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნით არის დაავადებული და მისი მდგომარეობა უმძიმესია.
კონსერვატორიაში ახალგაზრდა პიანისტის დასახმარებლად აქცია-კონცერტი 10 იანვარს ჩატარდება. საქველმოქმედო კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 10, 20, 30, 40 და 50 ლარია.