15 დეკემბერი, 2015

ქართველი მომღერალი Grammy-ზე

1lika-shubitidzeGrammy მუსიკალურ სამყაროში მოღვაწე ნებისმიერი ხელოვანისთვის ყველაზე საოცნებო ჯილდოა. ქართველ ხელოვანებს მასზე მხოლოდ ოცნება შეუძლიათ, მაგრამ შეუძლებელი არაფერია – თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოვა.

ასე მოინდომა საქართველოდან ამერიკაში წასულმა მომღერალმა ლიკა შუბითიძემ, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ სხვადასხვა მუსიკალური პროექტებიდან გაიცნო. ლიკა საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა, რომ შვილი აქ გაეჩინა და “იქს ფაქტორის” მეორე სეზონშიც მიეღო მონაწილეობა.

ამჟამად ლიკა ქმარ-შვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს და მუსიკალურ კარიერაზე ზრუნავს. მის პროფესიულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეა. ეს ინფორმაცია მომღერალმა თავად გაავრცელა.

ლიკა შუბითიძე:

“ჩემო მეგობრებო, მეგობრების მეგობრებო, მეგობრების მეგობრების მეგობრებო…

კონკურსებისადმი ჩემი დაუოკებელი მიდრეკილების შედეგად გამოვქექე Grammy-ს ეს ონლაინ კონკურსი, და, რა თქმა უნდა, გავწევრიანდი ჩემი სიმღერით U say… I say…

სიმღერა შეგიძლიათ მოისმინოთ ამ ლინკზე:

http://grammyamplifier.com/artists/submission/u-say-i-say

ვისაც მოგეწონებათ, შეგიძლიათ მხარი დამიჭიროთ.

პროცედურა შემდეგია:

1. ამავე ლინკზე მოძებნეთ Amplify on გრაფა, რომელიც მდებარეობს პლეიერის მარჯვნივ;

2. გრაფაში სამი ლინკია სიმღერის თქვენთვის სასურველ ქსელში გასაზიარებლად: facebook, twitter და tumblr.

3. გააზიარეთ სიმღერა ერთერთი ამ ლინკით;

4. Grammy-ს ეს პროგრამა ითვლის მხოლოდ ამ ლინკებით მიღებულ მხარდაჭერას. უკვე დაშეარებულის გადაშეარება და დალაიკება არ ითვლება;

5. მიიღეთ დიდი მადლობა ჩემგან;

6. წარმოიდგინეთ, რა მაგარი იქნება, რომ გავიმარჯვო თქვენი დახმარებით!

“არტინფო” ლიკას ამერიკაში დაუკავშირდა და კონკურსის შესახებ გაესაუბრა:

– კონკურსს ქვია GRAMMYAMPLIFIER, რომელიც დასრულდება 2016 წლის თებერვალში. ონლაინ კონკურსია და რამდენი ადამიანი მოისმენს და გააზიარებს შენს სიმღერას სოციალურ ქსელში, იმაზეა დამოკიდებული კონკურსანტის გამარჯვება. ძალიან კარგი პრიზებია გამარჯვებულებისთვის.

– რამდენ კონკურსანტს აქვს გამარჯვების შანსი?

– სულ 3 ადამიანი იმარჯვებს.

– რა პრიზებია დაწესებული გამარჯვებულებისთვის?

– ტურნე, დიდ მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობა, ვიდეო რგოლი და პროდიუსერებთან მუშაობა, რომლებსაც Grammy აქვთ მიღებული.

– ლიკა, თქვენ პირველი ქართველი ხართ, ვინც ამ კონკურსში მონაწილეობს?

– მგონი, მე ვარ პირველი ქართველი, ვინც მონაწილეობას იღებს, თუმცა არ ვარ დარწმუნებული. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მხარდაჭერისთვის!