29 დეკემბერი, 2015

ქართველის შედევრი ათონის მთაზე

1atonis-monastris-kariქართული კულტურა და ხელოვნება რომ უნიკალურია, ამაზე აღარავინ დავობს. ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი ნამუშევრები მსოფლიოს წამყვან სივრცეებში იფინება და დიდი მოწონებითაც სარგებლობს.

“არტინფომ” არაერთი მათგანი გაგაცნოთ, მაგრამ ახლა წარმოდგიდგენთ ნამდვილ ოქროსხელება ადამიანს, ხელოვანს, შემოქმედს, რომელიც ყველანაირ ხელოვნებაზე და კულტურაზე აღმატებულია თავისი ნამუშევრებით.

ნიკოლოზ ბადურაშვილმა ათონის მთაზე მდებარე დიონისეს მონასტრის ცენტრალური ეკლესიისთვის ახალი ხის კარი შექმნა და დასრულებული ნამუშევრის ფოტოც გაავრცელა. თუკი კარს ახლოდან დააკვირდებით, ძნელია არ შევთანხმდეთ, რომ მის შექმნაში კოლოსალური შრომაა ჩადებული.

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ნიკოლოზ ბადურაშვილთან შეხვედრას ასე  იხსენებს:

“ნიკოლოზ ბადურაშვილმა ათონის მთაზე მდებარე დიონისეს მონასტრის ტაძრისთვის ხის შესანიშნავი კარი შექმნა. ძველი კარი 500 წელზე მეტი ხნისაა და მუზეუმში შეინახავენ. სულ მცირე, მომდევნო 500 წელი ტაძარს სწორედ ქართველის ქმნილება დაამშვენებს.

ნიკოლოზს ათონის მთაზე 2015 წლის აღდგომის დღეებში შევხვდი და ვთხოვე, რომ კარზე მისი ინიციალები დაეტოვებინა, რომ ისტორიისთვის ქართველის ვინაობა შემორჩენილიყო. არ ვიცი, რამდენად გაითვალისწინა. თუმცა, კარი ისეთი შედევრი გამოვიდა, დრო ავტორის ვინაობას აუცილებლად შეინახავს.

ეს არის ოქროს ქართული ხელები!”

1atonis-kari2

1atonis-kari3

1atonis-kari4