25 დეკემბერი, 2015

ოქროს ვარსკვლავი პაატა ბურჭულაძეს

paata456აფხაზეთის კონფლიქტში დაღუპული ოჯახების შერიგების და თანადგომის ჰუმანიტარული მომსახურების კავშირი “დიოსკურია 2005” მსოფლიოში ცნობილ საოპერო ბანს, პაატა ბურჭულაძეს მშვიდობის ოქროს ვარსკვლავით დააჯილდოვებს.

ამ საპატიო ჯილდოს ხელოვანი ქართულ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ქველმოქმედებისთვის მიიღებს. დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი ეროვნული მუზეუმის სააქტო დარბაზში გაიმართება. კავშირის პრეზიდენტი სერგო წურწუმია საოპერო მომღერალს ჯილდოს პირადად გადასცემს.

პაატა ბურჭულაძე მეორეა, ვისაც კავშირი “დიოსკურია 2005” მშვიდობის ოქროს ვარსკვლავით აჯილდოვებს. პირველმა ეს ჯილდო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მიიღო.