31 დეკემბერი, 2015

ნუცა ბუზალაძის კიდევ ერთი წარმატება თურქულ ,,ვოისში’’

1nutsaქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე თურქულ “ვოისში” მონაწილეობს. მისმა ნამღერმა ბრმა ქასთინგზე ჟიურის წევრები აღტაცებაში მოიყვანა და ქართველმა კონკურსანტმა ოთხივე მწვრთნელის შემობრუნება შეძლო.

საბოლოოდ ნუცამ არჩევანი ჰადისეზე გააკეთა და მისი გუნდის წევრი გახდა. ამჯერად ნუცა თურქეთში იმყოფება და მორიგ ტურში მონაწილეობს. ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათის ადრე კი მომღერალმა სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა.

ნუცა ბუზალაძე:

“ახალი წელიც ესეთი წარმატებით უნდა დაიწყოს! კარგი ამბავი მაქვს – შემდეგ ტურში რინგის გარეშე გადავედი. Kisis from Istanbul!”