8 დეკემბერი, 2015

ნუკა კვალიაშვილი დედა გახდება

1nukaმომღერალი ნუკა კვალიაშვილი დედა გახდება. ნუკას და მის მეუღლეს ნიკუშა კობახიძეს უკვე ჰყავთ 2 წლის ლუკა.

ორსულობა მომღერალს სულაც არ აშინებს და ხმამაღლა ამბობს, რომ 400 შვილიც რომ გააჩინოს, მაინც ფორმაში იქნება.

ორსულობის შესახებ სასიხარულო ინფორმაცია ნუკამ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა:

“მე ყოველთვის ვიქნები მაგარ ფორმაში სულ რომ 400 შვილი გავაჩინო. ვიქნები ისეთი, როგორიც ყოველთვის ვიყავი. მე არასოდეს დამეტყობა სიბერე არც ვიზუალურად და არც შინაგანად, მე ვარ ლაღი, კეთილი, გულიანი, ერთგული ადამიანი და ეს არის ის, რითიც მარადიულ სილამაზეს იძენ.

პ.ს. 8 თვის წინ მომეშალა მუცელი 2 თვის, ძალიან ბევრი კითხულობდა ამ თემასთან დაკავშრებით, ასე თუ ისე პასუხად ვწერდი რაც მომივიდა და რაზე საუბარიც არ მინდა…

ამჯერად ვარ 4 კვირის ფეხმძიმე! აი ეს იყო მიზეზი ზემოთ დაწერილი 400 შვილის…”