20 დეკემბერი, 2015

ნიაზ დიასამიძე უფასო კონცერტს გამართავს

1niazნიაზ დიასამიძე და 33ა უფასო კონცერტს გამართავს. 2015 წლის მიწურულს მომღერალი საჩუქარს უკეთებს სტუდენტებს და ახალგაზრდებს სოლოკონცერტზე ეპატიჟება.

ნიაზ დიასამიძე თავის ერთგულ მსმენელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში 21 დეკემბერს შეხვდება. კონცერტზე შესრულდება როგორც ძველი, ასევე ახალი სიმღერებიც.

კონცერტის ორგანიზატორი თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტია. საღამოზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.