15 დეკემბერი, 2015

მონსერატ კაბალიე დააპატიმრეს

1monseratმსოფლიოში ცნობილი საოპერო მოღერალი მონსერატ კაბალიე დააპატიმრეს. ესპანეთის სასამართლომ 82 წლის ესპანელი დივა დამნაშავედ სცნო და სასჯელად თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მონსერატ კაბალიეს სასამართლომ 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

The Local-ის ინფორმაციით, მომღერალს პატიმრობასთან ერთად ფულადი ჯარიმის გადახდაც დაეკისრა, რაც 225.000 ევროს შეადგენს. მას ასევე აეკრძალა სახელმწიფო სუფსიდიებით სარგებლობა.

საოპერო მომღერალი სასამართლო პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არ დასწრებია. მან ვიდეო-ჩართვით აღიარა თავისი დანაშაული და ჯარიმაც გადაიხადა. პროკურატურა კი თავის მხრივ, კიდევ ერთ სასამართლო განხილვას მოითხოვდა, რადგან საუბარი ეხებოდა საკმაოდ სოლიდური თანხის – 508.000 ევროს დამალვას.

ხმაურიანი სასამართლო პროცესები მონსერატ კაბალიეს წინააღმდეგ უკვე წლებია მიმდინარეობს. 2010 წლიდან დივა თავისი შემოსავლების დეკლარირებას არ ახდენდა. მას საცხოვრებელ ადგილად ანდორა ეწერა, მაშინ როდესაც რეალურად ბარსელონაში ცხოვრობდა და ამ ხერხით ცდილობდა მაღალი გადასახადებისთვის თავის არიდებას. ამ პერიოდში მონსერატ კაბალიე კონცერტებს მთელ მსოფლიოში მართავდა და 2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.